вторник, 23 сентября 2014 г.

მეცხრე დღე

დასრულდა ჩვენი ტრენინგი, რა შეიძლება ვთქვა: ძალიან საინტერესო იყო, უფრო მეტად საინტერესოს ხდიდა ჩვენი ტრენერი და ის საოცრად კარგი ჯგუფი, რომელთანაც მომიწია 9 დღე ყოფნამ. ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლები, რომლებთან საიხლოვე მსიამოვნებდა და უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, როგორი ძლერები ვართ მასწავლებელები.
 ნათია. ნათიაზე საუბრით არ დავიღლები. ასეთ პატარა გოგოს საიდან ამდენი ენერგია?! მიყვარს ძალიან. მინდა წარმატებები ვუსურვო. 
 intel-ი საოცრად კარგი პროგრამაა, რამდენი რამ ვისწვალეთ, სკოლაში მისულს მინდა ყველაფერი ერთად ვთქვა,  ყველაფერი ერთად გავაკეთო. ალბათ ასეც იქნება. იმდენად მაგარი მოსწავლები მყავს XI კლასში, ასე მგონია ერთად მთებს დავძრავთ.
 მადლობა.

суббота, 20 сентября 2014 г.

პროექტ "რომანტიკოსები საქართველოში" პორტფოლიო

მერვე დღე

 მერვე დღეს გავაკეთეთ ფასილიტაცია ჩვენი პროექტის მიხედვით PowerPoint-ში. საინტერესო და საოცრად სახალისო სამუშაოა, სკოლებში რომ ხელშეწყობა გვქონდეს, ალბათ ყველა მასწავლებელი  ყოველ დღე გააკეთებდა პრეზენტაციებს, წარმოიდგინეთ რამდენად გააუმჯობესებდა მოსწავლეთა მოტივაციას.
 დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, საბოლოო სახე მივეცით ამ დოკუმენტს.
შევავსეთ ჩეკლისტი ანუ წინასწარ გათვლილი ყველა აქტივობა, შევასრულეთ თუ არა და მივუსადაგეთ თუ არაა ე.ს.გ. და მოსწავლეთა ინტერესს.

  

пятница, 19 сентября 2014 г.

მეშვიდე დღე

  მეშვიდე დღეს ვისწავლეთ ლინკებზე მუშაობა, დავამატეთ ჩვენს ბლოგზე ჩვენთვის საჭირო ლინკები.
  დავამუშავეთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკა და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
  PowerPoint-ში გავაკეთეთ მოსწავლის მხარდასაჭერი პრეზენტაცია.
  გავწერეთ აქტივობები.
  როგორც ყველა დღე დღევანდელი დღეც საინტერესო იყო. 

четверг, 18 сентября 2014 г.

მეექვსე დღე

 ისევე, როგორც წინა დღეები, მეექვსე დღეც დატვირთული და საინტერესო იყო. ვისწავლეთ კომენტარებისა გაკეთება Word-ში, Excel-სა და Pover point-ში.
 ასევე ვისწავლეთ ბლოგებზე ჩანართების გაკეთება, ვიდეოების ატვირთა youtube-დან ჩვენს ბლოგზე.
 ვიმუშავეთ ჩავენს პროექტებზე და გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება, რაშიც დაგვეხმარა Viewer-ი და იქ განთავსებული რესურსები.
 რამდენადაც საინტერესოა, იმდენად შრომატევადია Inteli-ს შესწავლა.