вторник, 23 сентября 2014 г.

მეცხრე დღე

დასრულდა ჩვენი ტრენინგი, რა შეიძლება ვთქვა: ძალიან საინტერესო იყო, უფრო მეტად საინტერესოს ხდიდა ჩვენი ტრენერი და ის საოცრად კარგი ჯგუფი, რომელთანაც მომიწია 9 დღე ყოფნამ. ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლები, რომლებთან საიხლოვე მსიამოვნებდა და უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, როგორი ძლერები ვართ მასწავლებელები.
 ნათია. ნათიაზე საუბრით არ დავიღლები. ასეთ პატარა გოგოს საიდან ამდენი ენერგია?! მიყვარს ძალიან. მინდა წარმატებები ვუსურვო. 
 intel-ი საოცრად კარგი პროგრამაა, რამდენი რამ ვისწვალეთ, სკოლაში მისულს მინდა ყველაფერი ერთად ვთქვა,  ყველაფერი ერთად გავაკეთო. ალბათ ასეც იქნება. იმდენად მაგარი მოსწავლები მყავს XI კლასში, ასე მგონია ერთად მთებს დავძრავთ.
 მადლობა.

суббота, 20 сентября 2014 г.

პროექტ "რომანტიკოსები საქართველოში" პორტფოლიო

მერვე დღე

 მერვე დღეს გავაკეთეთ ფასილიტაცია ჩვენი პროექტის მიხედვით PowerPoint-ში. საინტერესო და საოცრად სახალისო სამუშაოა, სკოლებში რომ ხელშეწყობა გვქონდეს, ალბათ ყველა მასწავლებელი  ყოველ დღე გააკეთებდა პრეზენტაციებს, წარმოიდგინეთ რამდენად გააუმჯობესებდა მოსწავლეთა მოტივაციას.
 დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, საბოლოო სახე მივეცით ამ დოკუმენტს.
შევავსეთ ჩეკლისტი ანუ წინასწარ გათვლილი ყველა აქტივობა, შევასრულეთ თუ არა და მივუსადაგეთ თუ არაა ე.ს.გ. და მოსწავლეთა ინტერესს.

  

пятница, 19 сентября 2014 г.

მეშვიდე დღე

  მეშვიდე დღეს ვისწავლეთ ლინკებზე მუშაობა, დავამატეთ ჩვენს ბლოგზე ჩვენთვის საჭირო ლინკები.
  დავამუშავეთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკა და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
  PowerPoint-ში გავაკეთეთ მოსწავლის მხარდასაჭერი პრეზენტაცია.
  გავწერეთ აქტივობები.
  როგორც ყველა დღე დღევანდელი დღეც საინტერესო იყო. 

четверг, 18 сентября 2014 г.

მეექვსე დღე

 ისევე, როგორც წინა დღეები, მეექვსე დღეც დატვირთული და საინტერესო იყო. ვისწავლეთ კომენტარებისა გაკეთება Word-ში, Excel-სა და Pover point-ში.
 ასევე ვისწავლეთ ბლოგებზე ჩანართების გაკეთება, ვიდეოების ატვირთა youtube-დან ჩვენს ბლოგზე.
 ვიმუშავეთ ჩავენს პროექტებზე და გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება, რაშიც დაგვეხმარა Viewer-ი და იქ განთავსებული რესურსები.
 რამდენადაც საინტერესოა, იმდენად შრომატევადია Inteli-ს შესწავლა.

вторник, 9 сентября 2014 г.

მეხუთე დღე

     გრძელდება აღმოჩენების  ქრონიკა, ინტერესი და ახლის გაგება მოთხოვნილებად გვექცა, კარგია.
      დღეს ისევ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. შემდეგ ვიმუშავეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებზე, როგორ არ უნდა დავარღვიოთ საავტორო უფლებები.
     და ყველაზე საინტერესო, შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარი pover point-ში და გადავიტანეთ ჩვენს ფაილში D დისკზე.

понедельник, 8 сентября 2014 г.

მეოთხე დღე

   უფფ, საინტერესო დღე იყო. გავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. გავაანალიზეთ, შევასწორეთ და გადავიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში.
   ასევე გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო  viewe-ის სტრატეგიების გამოყენებით.
    გავიხსენეთ power point-ში მუშაობა. გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია და გადავიტანეთ ჯერ googl doc-ში, შემდეგ ბლოგზე.

პროექტის გეგმის პრეზენტაცია


пятница, 5 сентября 2014 г.

მესამე დღე

           იცით რა მემართებაა? პატარა ბავშვსაც რომ აოცებს თავისი შესაძლებლობები ხოლმე და უხარია, ხომ გინახავთ? ასე მემართება. უცხოდ არ ვარ კომპიუტერთან, მაგრამ სასიამოვნოა ახალ-ახალ რაღაცებს რომ ისწავლი გსიამოვნებს. და ყველაზე მაგარი: ჩვენი ტრენერი როგორ მოგვმართავს ?! გ ო გ ო ნ ე ბ ო !!! მაგარია. ამ "ბებერ ხალხს" თავი ახალგაზრდები გვგონია და მთელი ენერგიით ვეწაფებით ყველაფერს.
          გაიხარე ნათ, მაგარი ხარ!
           ჯერ მხოლოდ მესამე დღეა. რა ვისწავლეთ: დავიწყეთ პროექტის გეგმის შედგენა, ნაბიჯ- ნაბიჯ მივიწევთ წინ. საინტერესოა და არც ისე რთული.
            გვასწავლა და განგვიმარტა მიმართულის მიმცემი ზოგადი შეკითხვები. ვიმუშავეთ ბლოგზე. ასევე გვასწავლა ონლაინ-კოლაბორაციული თანამშრომლობა. ვისწავლეთ დოკუმენტების გაზიარება googl-doc-ების საშუალებით.
             

вторник, 2 сентября 2014 г.

დღე მეორე

   საინტერესოდ დავიწყეთ ტრენინგის მეორე დღე: კამათი გამოიწვია წინა დღის დავალებების განხილვამ, კერძოდ, მიუღებელი აღმოჩნდა პროექტის ის ნიმუშები, რომელსაც სახლში გავეცანით. ეს იყო სანიმუშო პროექტები, რომელიც სავსე იყო აუარებელი აქტივობებით, რაც ჩვეულებრივ     გაკვეთილზე შეუძლებელია. თუმცა ტრენერმა აგვიხსნა, რომ აქედან ჩვენთვის მისაღები აქტივობები უნდა ავიღოთ.
   შემდეგ ჩვენი პროექტების იდეები გავაცანით ერთმანეთს, ავხსენით, რატომ ავირჩიეთ ეს თემები. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ მშობლები ჩვენს პროექტებში. ვიმსჯელეთ და მივედით ერთ საერთო აზრამდე, რომ სჯობს შევქმნათ ბროშურები მშობლებისათვის.
   შევქმენით ბროშურები. ამისათვის გავიხსენეთ word-ში მუშაობა, გამოვიყენეთ google და ინტერნეტი.
   დამზადებული ბროშურა შევინახეთ my compiuter-ში D დოსკზე, ჩვენს საქაღალდეში.
   ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება სხვების ბლოგებზე.
   საკმაოდ დატვირთული დღე გვქონდა.
  

понедельник, 1 сентября 2014 г.

დღე პირველი

     საინტერესოდ დაიწყო დღე: გავიცანი ნათია მაისურაძე, ტრენერი, რომელსაც ყველა, ვისაც ჰქონდა ბედნიერება გაცნობოდა, აქებს და ყველას უყვარს. იმდეია მეც ასეთივე გრძნობით განვიმსჭვალები ( ვატყობ ასეა უკვე).
     დიდი იყო ინტერესი intel-ის შესწავლისა. ქ-ნმა ნათიამ ისეთი წინასიტყვაობა გააკეთა და ისე დაგვიხასიათა ეს პროგრამა, რომ მივხვდი დიდი სიურპრიზი მელოდება.
    გავეცანით სახელმძღვანელოს, დავგეგმეთ და გადავანაწილეთ სამუშაო პროცესი. შევქმენით ჩვენი საქაღალდეები სამუშაო პროგრამით.
გავიხსენეთ ელექტრონულ ფოსტაზე მუშაობა, ბლოგებზე მუშაობა. ვისწავლეთ რედაქტირება, განახლება და შესწორება.