четверг, 9 октября 2014 г.

პროექტ :" ქართველი რომანტიკოსების"პირველი ეტაპის ანალიზი და ანგარიში

8 ოქტომბერი. 2014 წელი.
 ქრისტეფორე III-ის სახელობის სურამის N4 საჯარო სკოლა
XIბ კლასი
გაკვეთილს ესწრებოდა ქართუკლი ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი ქ-ნი ცისანა კურტანიძე
   
       პროექტის პირველი ეტაპი დავუთმეთ პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებას, შემოქმედებას. მოსწავლეებმა მოიძიეს , დაახარისხეს და  წარმოგვიდგინეს პოეტის შესახებ ინფორმაცია, ასევე power point_ ში გააკეთეს პრეზენტაცია. ეს სიახლე იყო მოსწავლეებისათვის და აღფრთოვანებულები დარჩნენ თავიანთი ნამუშევრით.
გაკვეთილზე იყო დიდი აქტიურობა. სიახლეები მოტივაციას უმაღლებს მოსწავლეებს.
გაკვეთილის გეგმა და პრეცენტაციაები ნახეთ qetevanlomidze@blogpost-ზე.

вторник, 23 сентября 2014 г.

მეცხრე დღე

დასრულდა ჩვენი ტრენინგი, რა შეიძლება ვთქვა: ძალიან საინტერესო იყო, უფრო მეტად საინტერესოს ხდიდა ჩვენი ტრენერი და ის საოცრად კარგი ჯგუფი, რომელთანაც მომიწია 9 დღე ყოფნამ. ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლები, რომლებთან საიხლოვე მსიამოვნებდა და უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, როგორი ძლერები ვართ მასწავლებელები.
 ნათია. ნათიაზე საუბრით არ დავიღლები. ასეთ პატარა გოგოს საიდან ამდენი ენერგია?! მიყვარს ძალიან. მინდა წარმატებები ვუსურვო. 
 intel-ი საოცრად კარგი პროგრამაა, რამდენი რამ ვისწვალეთ, სკოლაში მისულს მინდა ყველაფერი ერთად ვთქვა,  ყველაფერი ერთად გავაკეთო. ალბათ ასეც იქნება. იმდენად მაგარი მოსწავლები მყავს XI კლასში, ასე მგონია ერთად მთებს დავძრავთ.
 მადლობა.

суббота, 20 сентября 2014 г.

პროექტ "რომანტიკოსები საქართველოში" პორტფოლიო

მერვე დღე

 მერვე დღეს გავაკეთეთ ფასილიტაცია ჩვენი პროექტის მიხედვით PowerPoint-ში. საინტერესო და საოცრად სახალისო სამუშაოა, სკოლებში რომ ხელშეწყობა გვქონდეს, ალბათ ყველა მასწავლებელი  ყოველ დღე გააკეთებდა პრეზენტაციებს, წარმოიდგინეთ რამდენად გააუმჯობესებდა მოსწავლეთა მოტივაციას.
 დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, საბოლოო სახე მივეცით ამ დოკუმენტს.
შევავსეთ ჩეკლისტი ანუ წინასწარ გათვლილი ყველა აქტივობა, შევასრულეთ თუ არა და მივუსადაგეთ თუ არაა ე.ს.გ. და მოსწავლეთა ინტერესს.