вторник, 2 сентября 2014 г.

დღე მეორე

   საინტერესოდ დავიწყეთ ტრენინგის მეორე დღე: კამათი გამოიწვია წინა დღის დავალებების განხილვამ, კერძოდ, მიუღებელი აღმოჩნდა პროექტის ის ნიმუშები, რომელსაც სახლში გავეცანით. ეს იყო სანიმუშო პროექტები, რომელიც სავსე იყო აუარებელი აქტივობებით, რაც ჩვეულებრივ     გაკვეთილზე შეუძლებელია. თუმცა ტრენერმა აგვიხსნა, რომ აქედან ჩვენთვის მისაღები აქტივობები უნდა ავიღოთ.
   შემდეგ ჩვენი პროექტების იდეები გავაცანით ერთმანეთს, ავხსენით, რატომ ავირჩიეთ ეს თემები. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ მშობლები ჩვენს პროექტებში. ვიმსჯელეთ და მივედით ერთ საერთო აზრამდე, რომ სჯობს შევქმნათ ბროშურები მშობლებისათვის.
   შევქმენით ბროშურები. ამისათვის გავიხსენეთ word-ში მუშაობა, გამოვიყენეთ google და ინტერნეტი.
   დამზადებული ბროშურა შევინახეთ my compiuter-ში D დოსკზე, ჩვენს საქაღალდეში.
   ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება სხვების ბლოგებზე.
   საკმაოდ დატვირთული დღე გვქონდა.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий