пятница, 5 сентября 2014 г.

მესამე დღე

           იცით რა მემართებაა? პატარა ბავშვსაც რომ აოცებს თავისი შესაძლებლობები ხოლმე და უხარია, ხომ გინახავთ? ასე მემართება. უცხოდ არ ვარ კომპიუტერთან, მაგრამ სასიამოვნოა ახალ-ახალ რაღაცებს რომ ისწავლი გსიამოვნებს. და ყველაზე მაგარი: ჩვენი ტრენერი როგორ მოგვმართავს ?! გ ო გ ო ნ ე ბ ო !!! მაგარია. ამ "ბებერ ხალხს" თავი ახალგაზრდები გვგონია და მთელი ენერგიით ვეწაფებით ყველაფერს.
          გაიხარე ნათ, მაგარი ხარ!
           ჯერ მხოლოდ მესამე დღეა. რა ვისწავლეთ: დავიწყეთ პროექტის გეგმის შედგენა, ნაბიჯ- ნაბიჯ მივიწევთ წინ. საინტერესოა და არც ისე რთული.
            გვასწავლა და განგვიმარტა მიმართულის მიმცემი ზოგადი შეკითხვები. ვიმუშავეთ ბლოგზე. ასევე გვასწავლა ონლაინ-კოლაბორაციული თანამშრომლობა. ვისწავლეთ დოკუმენტების გაზიარება googl-doc-ების საშუალებით.
             

2 комментария: